სოზარ სუბარი კიბერშეტევაზე: მსოფლიო რუსეთის მსგავსი ქმედებებისა და აგრესიის წინააღმდეგ უფრო კონსოლიდირებული ხდება

 

კიბერშეტევასთან დაკავშირებით, მთელმა მსოფლიომ მისცა რუსეთს გაფრთხილება, რომ  მსგავსი ქმედებები აღარ ჩაიდინოს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო რუსეთის მსგავსი ქმედებებისა და აგრესიის წინააღმდეგ უფრო მეტად კონსოლიდირებული ხდება.

“რუსეთს მთელმა მსოფლიომ მისცა გაფრთხილება, რომ აღარ ჩაიდინოს მსგავსი ქმედებები, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას კიდევ არ იზამენ ან არ ეცდებიან არჩევნებში ჩარევას – ბრიტანეთში, თუ შეერთებულ შტატებში, მაგრამ მსოფლიო სულ უფრო და უფრო კონსოლიდირებული ხდება რუსეთის მსგავსი ქმედებებისა და აგრესიის წინააღმდეგ. რატომ აკეთებს ამას, ლოგიკა არ დევს ისევე, როგორც რუსეთის სხვა ქმედებებში,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები