სოზარ სუბარი: დავტკბები იმის ყურებით, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატს

დიდი სიამოვნებით შევხედავ და ალბათ დავტკბები, როგორ ირბენს გიგა ბოკერია იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც მათ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ეყოლებათ.

„მოლაპარაკებები და საერთო მაჟორიტარული კანდიდატები ორი სხვადასხვა რამეა. საერთო მაჟორიტარების საკითხი მე საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის ოპოზიციის გადასაწყვეტი. ისე მე დიდი სიამოვნებით შევხედავ და დავტკბები ალბათ იმით, როგორ ირბენს, მაგალითად, გიგა ბოკერია იმ ოლქში, სადაც ნინო ბურჯანაძე დააყენებს კანდიდატს და რა სიტყვებით მიმართავს ხალხს, რომ ხმა მისცენ ნინო ბურჯანაძის კანდიდატს. ძალიან მაინტერესებს, რამდენ ხმას აიღებენ ასეთი კანდიდატები ამა თუ იმ ოლქში, და რამდენ პროცენტიან ბარიერს გადალახავენ ისეთი გამოჩენილი ლიდერები, როგორებიც ძმები ბერძენიშვილები და სხვები არიან“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები