ბათუმის ბულვარში შუახნის კაცი ყელის არეში დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
დაშავებული ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მედიკოსების განმარტებით, ამ დროისთვის მას ყველა საჭირო პროცედურა უტარდება.
დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცია.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.