ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში კორპუსების მშენებლობა იწყება. მშენებლობის დაწყების აღსანიშნად პრემიერმა გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ,,ოცნების ქალაქში” მცხოვრებმა ბავშვებმა სიმბოლურად კაფსულა ჩააგდეს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ ახორციელებს. კომპანიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის „ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობაზე ხელშეკრულება 13 თებერვალს გაფორმდა.
სამუშაოების ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია. ხელშეკრულების მიხედვით, სამი კორპუსი უნდა აშენდეს. მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.