ზუგდიდში ერთ-ერთ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭება
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, საკრებულოს უკვე დაწყებული აქვს ქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხის განხილვა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ ქუჩას მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭება.
“მიუხედავად იმისა, რომ განცხადება არის კანონდარღვევით შემოტანილი არავინ ინერვიულოს, რადგან ამ თემაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია და ყოველგვარი სხვა ადამიანების დახმარების გარეშე, ჩვენ მარო მაყაშვილის სახელს აუცილებლად მივანიჭებთ ერთ-ერთ ქუჩას. მე ძალიან გამაოცა ამ ინიციატივამ, რადგან გუშინ ინიციატივის ავტორს ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. შესაბამისად მას ჰქოდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში მარო მაყაშვილის სახელი აუცილებლად მიენიჭებოდა ერთ-ერთ ქუჩას”, -განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.
ცნობისთის, პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის წარმომადგენელმა თენგიზ ქოჩუამ ზუგდიდის საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭოს.
მისი განცხადებით, პარტიაში აღნიშნული ინიციატივის გადაწყვეტილება მარო მაყაშვილის სახელის უკვდავსაყოფად მიიღეს.
“მომავალ თაობას, ჩვენს მოსახლეობას,ჩვენს ხალხს უნდა დავუტოვოთ,მათი სახელები. გავრილოვები შემოყავთ საქართველოში და ლავროვებს ეპატიჟებიან როცა ოკუპაციისთვის მებრძოლების სახელებს ივიწყებენ. თუ რომელ ქუჩას დაერქვას მარო მაყაშვილის სახელი, ამ წუთას კონკრეტიკა არ გვაქვს. კომისია იმსჯელებს სავარაუდოდ და ჩვენც ამ კომისიურ მუშაობაში ვაპირებთ ჩართვას”- განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.
ცნობისთის, 1921 წელს რუსული წითელი არმია შემოიჭრა საქართელოში. რუსეთის მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააგმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.