მედია: აშშ-ის დაზვერვამ არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით კონგრესი გააფრთხილა

აშშ-ის დაზვერვამ, გასულ კვირას, კონგრესმენებს აცნობა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩარევას ეცდება და კენჭისყრის გამჭვირვალობას ეჭვქვეშ დააყენებს, რითაც დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხთა კომიტეტში, ტრამპის რესპუბლიკელმა მოკავშირეებმა დაზვერვის ანგარიში საეჭვოდ მიიჩნიეს.

„რესპუბლიკელებმა ისე უპასუხეს, როგორც თქვენთვის შეძლება იყოს მოსალოდნელი – გაგიჟდნენ. დაზვერვის ანგარიშის ეჭვქვეშ დააყენეს“, – აღნიშნა წყარომ.

დახურულ ბრიფინგზე, დაზვერვის წარმომადგენლებმა კომიტეტი გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ რუსეთი მუშაობს იმაზე, რომ 3 ნოემბრის არჩევნების გამჭირვალობა საეჭვო იყოს, პარალელურად, ეცდება ტრამპის მეორე ვადით არჩევას შეუწყოს ხელი.

„რუსებს ერთი კანდიდატი ურჩევნიათ“, – აღნიშნა წყარომ.

The New York Times წერს, რომ დაზვერვის საკითხთა კომიტეტში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯოზეფ მაგუაირი გააკრიტიკა, რადგან მან წარმომადგენლებს, კონგრესმენების წინაშე გამოსვლის უფლება მისცა.

19 თებერვალს ტრამპმა განაცხადა, რომ მაგუაიერს თანამდებობაზე ცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები