სოფელ წინარეხის მიმდებარედ ტყის მასივის ქვედა საფარი იწვის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის მიმდებარედ ტყის მასივის ქვედა საფარი იწვის.
როგორც “რეგიონულ კვირას“ გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრე- მაშველები მუშაობენ და ცეცხლის ქრობის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
“ადგილზე უკვე იმყოფებიან როგორც გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები, ასევე, ჩვენი წარმომადგენლები. ჩემი ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული . საბედნიეროდ, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტისგან საკმაოდ შორსაა, თუმცა დაკვამლიანება შეიმჩნევა. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების პროცესი“, განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.