„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი აქციას მართავს, ისინი ხოშტარიასგან და ნადირაშვილისგან მანდატის დატოვებას ითხოვენ

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფი აქციას მართავს. ისინი ევროპული საქართველოს ოფისის შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.

მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით – „თქვენი ევროპული საქართველო “თქვენს საბჭოთა საქართველოს“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, ისინი ითხოვენ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა მანდატი დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები