კურტ ვოლკერი გამოცემა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუს შესახებ განმარტებას ავრცელებს

უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი ადგილობრივ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუს შესახებ განმარტებას ავრცელებს.

როგორც ვოლკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, პუტინი არ დასხმია თავს საქართველოს რიტორიკის გამო, არამედ საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა.

„შესწორებული ვერსია: პუტინი არ დასხმია თავს საქართველოს რიტორიკის გამო. მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. მართალია, ის გააბრაზა რიტორიკამ, თუმცა რუსეთის აგრესიას ჰქონდა თავისი მიზეზები“, – წერს ვოლკერი და „ევროპეისკაია პრავდასთვის“ მიცემული ინტერვიუს ჩასწორებულ ვარიანტს აზიარებს.

შეგახსენებთ, უკრაინული ინტერნეტგამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკელი დიპლომატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ მიზეზად ვლადიმირ პუტინის მისამართით მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას ასახელებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები