ალი ჰამენეი:აშშ ირანის ხელისუფლებისა და ხალხის გახლეჩას ცდილობს

აშშ ირანის ხელისუფლებისა და ხალხის გახლეჩას ცდილობს, – განაცხადა ირანის უმაღლესმა ლიდერმა, ალი ჰამენეიმ, ქვეყანაში ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნებს საკითხის კომენტირებისას, რომლებიც კვირის ბოლოს გაიმართება.

“ხედავთ, ამერიკელების პროპაგანდას, როგორ სურთ ისლამური წყობილების დისტანცირება და ხალხი ერთმანეთისგან. მუდმივად აკეთებენ ამას”, – თქვა ჰამენეიმ.

მან ირანელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს არა მარტო რელიგიური, არამედ სამოქალაქო ვალდებულებაც არის, რომელიც ქვეყანას გააძლიერებს. მისი თქმით, ძლიერი პარლამენტი “მტრების შეთქმულების საწინააღმდეგო” კანონებს მიიღებს, ქვეყანას უფრო დაცულს გახდის.

ირანში, ერთპარტიულ პარლამენტში არჩევნები 21 თებერვალს გაიმართება.

290 სადეპუტატო მანდატისთვის 7 ათასზე მეტი ადამიანი იბრძოლებს, რომელთა კანდიდატურები კონსტიტუციის დაცვის საბჭომ დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები