გორში ნასვამმა კაცმა ცივი იარაღით, სავარაუდოდ, თვითდაზიანებები მიიყენა

0

“გორმედის ” სამედიცინო კლინიმაში 30 წლის არაფხიზელ მდგომარეოაბაში მყოფი დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

როგორც “რეგიონულმა კვირამ ” გაარკვია, შეყვანისთანავე პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მამაკაცს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენული და დაშავებულის მტკიცებით, მან დაზიანებები თავად მიიყენა, თუმცა რა ვითარებაში ვერ იხსენებს.

მედოერსონალის განცხადებით,

“შემოყვამილი იქნა 30 წლამდე მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში, კითხვებზე პასუხს არ გვცემდა, გამოირჩეოდა აგრესიულობთ. პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა ბარძაყის არეში. ჩაუტარდა ოპერაცია, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ექიმმა ასლან ასლანიშვილმა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძოება სსკ-ის 115-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი