საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,677 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,677 მილიარდ დოლარს (16,425 მლრდ ლარი) გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სახელმწიფოს საგარეო ვალი 210,365 მლნ დოლარით გაიზარდა.
2019 წლის იანვრის მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5,466 მლრდ დოლარს (14,513 მლრდ ლარს) აღემატებოდა.
მიმდინარე წლის 31 იანვრის მდგომარეობით,ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,068 მლრდ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე საფრანგეთია – 937,622 მილიონი ლარი; მესამეზე იაპონია – 612,011 მილიონი ლარი. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე დიდი თანხა საქართველოს რუსეთის მართებს-148,595 მილიონი ლარი; თურქეთი – 37,327 მილიონი ლარი; სომხეთი – 20,635 მილიონი ლარი და აზერბაიჯანი – 19, 383 მილიონი ლარი.