ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276 – ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები