სერგეი ლავროვი: აშშ ევროპაში ახლო და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების განთავსების წინაპირობას ქმნის
აშშ ევროპასა და აზიაში, ასევე წყნარი ოკეანეს კუნძულებზე, ახლო და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების განთავსების წინაპირობას ქმნის.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა.
„ფრანგებთან საკითხზე, აუცილებლად ვისაუბრებთ. მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე შეთანხმებამდე, მრავალმხრივი მოლაპარაკებებია საჭირო, მრავალმხრივი კონსულტაციები შეერთებული შტატების მონაწილეობით, რომლებმაც შეთანხმების დარღვევის შემდეგ, ამჟამად აქტიურად ქმნიან იმის წინაპირობას, რომ განათავსონ ოდესღაც აკრძალული შეიარაღება ევროპაშიც და აზიაშიც. ამას არც მალავენ, აღნიშნავენ იაპონიას, კორეას, ასევე წყნარი ოკეანეს კუნძულებს“,-განაცხადა ლავროვმა მიუნხენში პრესკონფერენციაზე.