ნათია თურნავა: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებელ წარმატებას მოიპოვებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩატარდება.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ წარმატებას მოიპოვებს.

„რაც მთავარია, არჩევნები ჩატარდება ყოველგვარი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით. ყველაფერი, რაც შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნებისა და დემოკრატიული საარჩევნო სისტემის პრაქტიკას, შეიძლება, განხორციელდეს, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნება“ კვლავაც დამაჯერებელ წარმატებას მოიპოვებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები