ხონის მეორე საჯარო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ხონშის მეორე საჯარო სკოლში ცეცხლი გაჩნდა. როგორც “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ხონში ცეცხლი სკოლის შენობაში გაჩნდა, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, დაშავებული არავინ არაა, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 35 მეხანძრე-მაშველი”, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცბნობია და მას გამოძიება დაადგენს.