იენს სტოლტენბერგი: ნატო რუსეთთან იარაღის კონტროლის შესახებ დიალოგს მართავს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან შეიარაღების კონტროლთან, რისკების შემცირებასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, დიალოგს მართავს, თუმცა სადავო მომენტებიც არსებობს.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გაზეთ Figaro-ს განუცხადა.

„უკვე ვმართავთ დიალოგს ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში. დიალოგი მიდის შეიარაღების კონტროლზე, რისკების შემცირებაზე, გამჭვირვალობასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. თუმცა ამას რუსეთისთვის ხელი არ შეუშლია მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება დაერღვია, მაგრამ ჩვენ მასთან ღია და ინტენსიურ დისკუსიას ვმართავთ. მოსკოვს ვალდებულებების შესრულებისთვის ფართო შესაძლებლობა შევთავაზეთ, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. წარმატების მისაღწევად, ნატოში ერთიანი უნდა ვიყოთ, ერთიანი პოზიციებიდან გამოვიდეთ“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ყირიმის ანექსიის საკითხის გვერდით მიტოვება, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „ეს დიალოგის ნაწილია და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა ევროპაში, როდესაც რომელიმე ქვეყანამ სამხედრო ძალა გამოიყენა საზღვრის შესაცვლელად და სხვა სახელმწიფოს მისატაცებლად, რასაც ალიანსი ვერასდროს შეეგუება“.

ამასთან, იენს სტოლტენბერგის თქმით, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, „რომლებიც აიძულებენ რუსეთს, დაინახოს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევას თავისი ფასი გააჩნია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები