აქცია “ბათუმი რივიერაზე” – მონაწილეებმა სიმბოლურად ხეები დარგეს

ბათუმი-რივიერს ტერიორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ბათუმის კონცხზე 6 ცათამბჯენის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
,,ჩვენ მივესალმებით ბიზნესინტერესებს, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს უკანონოდ. ვიმყოფებით ისტორიულ ზონაში, რომელსაც ,,რივიერა” 90 წლებში დაერქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მშენებლობები შეზღუდული უნდა იყოს. ტერიტორიაზე დაუშვებელია 3 სართულზე მაღალი მშენებლობის განხორციელება. ჩვენ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით მსგავს ქმედებას, არ მივცემთ ბათუმის მერიასა და მშენებელ კომპანიას რივიერას ტერიტრიაზე მშენებლობა განახორციელოს”, – განაცხადა საზოგადოება ბათომის წევრმა შოთა გუჯაბიძემ
შეგახსენებთ რომ ,,ბათუმი რივიერას” ტერიტორიაზე 6 მაღლივი შენობის მშ3ნებლობა იგეგმება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ,,სილქ როუდ ჯგუფი” ახორციელებს. ტერტორია უკვე შემოღობილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები