დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დიდთოვლობის შედეგად შუახევის მუნიციპალიტეტში ელექტრო-ენერგია ამ დროისათვის 15 სოფელს არ მიეწოდება. როგორც შუახევის მერიაში ,,რეგიონულ კვირას“ განუმარტეს, უხვი ნალექის გამო ელექტროენერგია სოფლების 90% არ მიეწოდებოდა. თუმცა მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და დარჩენილ სოფლებშიც დენის მიწოდება დროულად აღდგება.

იგივე პრობლემაა ხულოსა და ქედის სოფლებშიც, სადაც თოვლის საფარმა ბოლო დღეების მონაცემებით, ერთ მეტრს გადააჭარბა.

მიუხედავად გზების გაწმენდითი სამუშაოებისა, მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე შიდა სასოფლო გზა ჩაიკეტა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს უხვი ნალექისგან გზის წმენდითი სამშაოები. ხულოს მუნიციპალიტეტში 17 ერთეული ტექნიკა მუშაობს და გზების უმრავლესობა დღის პირველ ნახევარში გაიწმინდება. ასევე 16 ერთეული ტექნიკა იმუშავებს შუახევშიც და დღის მეორე ნახევარში სოფლების შიდა გზების წმენდა დაიწყება. ქედის მუნიციპალიტეტში დღეს სოფლების შიდა საუბნო გზებს 14 ერთეული ტექნიკა გაასუფთავებს. ამ ეტაპზე თემებში მისასვლელი გზები გაწმენდილია. 3 მიმართულებით იწმინდება გზები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები