ჩინეთში კორონავირუსით 1716 ექიმია დაავადებული

ჩინეთში კორონავირუს COVID-19-ით მედიცინის 1716 თანაშრომელია დაავადებული, 6 მედიკოსი ვირუსს ემსხვერპლა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ცზენ ისინმა განაცხადა.

ჩინეთში, მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან მუშაობენ, „თეთრ სამოსში გამოწყობილ ანგელოზებად“, ან „თეთრხალათიან მებრძოლებად“ მოიხსენიებენ.

გარდა ამისა, მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი იმ ექიმის ვინაობა, რომელმაც კორონავირუსის შესახებ პირველმა განაცხადა და გასულ კვირას დაავადებას ემსხვერპლა.

ექიმი ლი ვენლიანი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები