გოგა გულორდავა: “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში 650-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამურმა ინვესტიციამ 1 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა სოციალურ ქსელში პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” წლიური ანგარიშის პრეზენტაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში 650-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა.
,,ამ პროგრამის საშუალებით სააგენტომ სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში დააფინანსა 650-ზე მეტი პროექტი, რომელთა ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 1 მილიარდ ლარზე მეტი.
სესხის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 359 პროექტი, რომელმაც შექმნა 13,020 სამუშაო ადგილი. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ეს კომპონენტი გაზრდილია 30 %-ით. „უმასპინძლე საქართველოში” სასტუმროების კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 136 პროექტი და შეიქმნა 3 330 სამუშაო ადგილი. მათ შორის 2019 წელს მხარდაჭერილია 59 პროექტი, რაც 2018 წელთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა. ჯამში აღნიშნული ინვესტიციების შედეგად ჩვენ მივიღეთ დამატებით 3 850 სასტუმრო ოთახი”,- წერს გოგა გულორდავა.