საქართველო და აზერბაიჯანი თურქმენული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტარიფზე შეთანხმდნენ

საქართველო და აზერბაიჯანი თურქმენული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტის ტარიფზე შეთანხმდნენ.

ახალი ტარიფების დაწესების ოქმს ხელი თბილისში მოწერა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, აზერბაიჯანის კასპიის გადაზიდვების კომპანიის თავმჯდომარე რაუფ ველიევი და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალური დირექტორის მოადგილე ვაჰიდ ალიევი.

ახალი ტარიფები ძალაში 2020 წლის 1 აპრილს შევა და 1 ნოებრამდე იმოქმედებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საუბარია თურქმენეთის ნავთობტერმინალებიდან აზერბაიჯანში ტანკერებით გადატვირთულ ნავთობპროდუქტებზე და ასევე აზერბაიჯანიდან საქართველოს რკინიგზით ბათუმის ნავთობტერმინალამდე გადატვირთულ ტვირთებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები