თელავში წყლის გაყიდვა დაიწყეს – მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება
ყინვების გამო, თელავის მოსახლეობას წყალი ჩვეული გრაფიკით ვეღარ მიწოდება, რის გამოც კერძო პირმა სოციალური ქსელით ქალაქში მაცხოვრებლებს გარკვეული სერვისი შესთავაზა.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” ირაკლი ვარდოშვილმა აღნიშნა დღეს ქალაქში წყალს ორ მომხმარებელს მიაწვდიან. ერთი ტონა წყალი და ადგილზე მომსახურების სერვისი 25 ლარია.
“თელავში ისეთი დეფიციტი შეიქმნა წყლის,გადავწყვიტე სხვადასხვა დაბურღული წყაროებიდან ამეღო და ხალხისთვის შემეთავაზებინა.ამისთვის შესაბამისი ტრანსპორტიც მყავს “,- განმარტა ვარდოშვილმა.
თელავში გრაფიკით განსაზღვრული სასმელი წყალი მოსახლეობას დღეგამოშვებით, სამი საათის განმავლობაში მიეწოდება.დღეის მდგომარეობით კი, ძლიერი ყინვების გამო, მომხმარებლები გრაფიკით გათვალისწინებულ წყლით ვეღარ სარგებლობენ.