როდემდე შენარჩუნდება ძლიერი ყინვა საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

“14 თებერვალს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. საღამოსთვის ნალექი შეწყდება, ღამის საათებში ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება ძლიერი ყინვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსი იქნება.
17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
​თბილისში 14-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამით ტემპერატურა -2, -4, ხოლო დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. 17 თებერვალს დღისით შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს”,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები