მოსწავლეები თამბაქოს წინააღმდეგ – ცაგერში მერიის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში აქცია გაიმართა
ცაგერში, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში, ქალაქის ტერიტორიაზე თამბაქოს საწინააღმდეგო აქცია მოეწყო. აქციას ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს საწინააღმდეგო პოსტერები განათავსეს და მოქალაქეებთან თამბაქოს მავნებლობის შესახებ ისაუბრეს.
უახლოეს მომავალში აღნიშნულ თემაზზე ახალგაზრდებისთვის სალექციო კურსის ჩატარება დაიგეგმა, რომელსაც კომპეტენტური სპეციალისტები წარუძღვებიან.