საახალწლო სუფრის ინდექსი დათვლილია

ISET-მა საახალწლო სუფრის ინდექსი დაითვალა. ინდექსი საქართველოს რეგიონების მიხედვით განსხვავდება და მასში შესულია საახალწლო სუფრის ძირითადი კერძები: ხაჭაპური, მწვადი, საცივი, კალმახი, ოლივიეს სალათი, შემწვარი ქათამი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი, ასევე გოზინაყი და ხილი.

ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შიდა ქართლში(123.1 ლარი), ყველაზე მაღალი კი აჭარაშია(159.7ლარი).

ISET-ში განმარტავენ, რომ საახალწლო სუფრის ინგრედიენტებიდან ყველაზე ძვირი ნიგოზი ჯდება. წლის ამ პერიოდში ყოველთვის ძვირია ნიგოზი, რომლის ფასი მერყეობს 15.8 ლარიდან 27.5 ლარამდე კგ.

ცნობისთვის, ინდექსი სტანდარტული საახალწლო სუფრის ხარჯებს ითვლის, რომელიც 5-6 სულიან ოჯახზეა გათვლილი.

წყარო:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები