ხულოში საცხოვრებელ სახლთან ზვავი ჩამოწვა – ოჯახმა თავი მეზობლის სახლს შეაფარა

ხულოში, თხილვანას ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯაიანების საცხოვრებელ სახლთან ზვავი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივები “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ყვებიან, საფრთხის აცილების მიზნით ჯაიანების 6-წევრიანმა ოჯახმა ღამე მეზობელთან გაატარა.
ადგილობრივების თქმით, უხვი ნალექის გამო გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. ისინი მერიის წარმომადგენლებს დღეს ელოდებიან. ზვავმა თხილვანაში მცხოვრები ქამადაძეების კუთვნილი ნაკვეთი მთლიანად წაიღო.
ხულოში ზვავი გუშინ საღამოს ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები