ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სავალუტო ფონდის მისიამ გუშინ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო, ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს მოლოდინს გადააჭარბა
სავალუტო ფონდის მისიამ გუშინ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო, ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს მოლოდინს გადააჭარბა,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მოზომილი და კონსერვატიული “სსფ” ასეთ შეფასებებს იშვიათად აკეთებს.
“სავალუტო ფონდის მისიამ გუშინ ვიზიტი დაასრულა და შეგვაქო კიდეც. მათი აზრით ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წელს მოლოდინს გადააჭარბა და 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საპროგნოზო 4.6 პროცენტს აჭარბებს. ეს კი ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს.
თუმცა მოგვიწოდა, რომ გავატაროთ “გონივრული” ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ინფლაცია ამ წლის ბოლოსათვის სამ პროცენტამდე შევამციროთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები, რომ ეკონომიკა უფრო გამძლე გახდეს შოკებისადმი. ეკონომიკის ზრდამ, “სსფ”-ს პროგნოზით, 2020 წელს 4.3 პროცენტი უნდა შეადგინოს. ჩემი აზრით, საარჩევნო წელს ამ მაჩვენებლის მიღწევა იქნება ძალიან კარგი. პარტიებს შორის პოლიტიკურმა ბრძოლამ უნდა იმოქმედოს ეკონომიკის განვითარებაზე. მოკლედ, მოზომილი და კონსერვატიული “სსფ” ასეთ შეფასებებს იშვიათად აკეთებს”, – წერს მჭედლიშვილი.