ონის მერიაში დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის „ დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროექტის მკვლევარმა რონი კვაჭაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და შპს“ ონის სერვის ჯგუფის“ თანამშრომლეი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ცნობისთვის, პროექტი ” დასუფთავების და მყარი ნარჩენების მართვის სერვისებისთვის სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის შემუშავება 23 მუნიციპალიტეტში“ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაეროს განვითარების პროგრამამ ( UNDP) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.ორწლიან პროექტს ადგილობრივი კომპანია „ პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი -PMCG”ახორციელებს.
პროექტის მიზანია მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის და დასუფთავების სერვისებისთვის დაინერგოს სამუშაოს შესრულების მართვის ელექტრონული სისტემა (PMS) სამიზნე აუდიტორიებში, რომელიც დაეხმარება ამ მუნიციპალიტეტებს უფრო ეფექტურად და ეფექტიანად დაგეგმონ, განახორციელონ და გაუწიონ მუდმივი მონიტორინგი თავიანთ საქმიანობას მოცემულ სფეროში.