მაღალმთაში თოვა და ზღვაზე შტორმი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 15 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით და ზღვაზე შტორმი.

მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების გამო, ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილებაც.

“15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები