ირაკლი სესიაშვილი: უგულავას მხარეს მოვუწოდებ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და ეჭვები მოიხსნება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა და მის მხარდამჭერებს, მოუწოდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ, რათა ეჭვები მოიხსნას.
 
“ეჭვებისა და პოლიტიზებული განცხადებების გასაქარწყლებლად, რომ საქართველოში რამე ფორმით პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, კარგი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უგულავას მხარეს მოვუწოდებ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და ეჭვები მოიხსნება. კანონის უზენაესობის აღსრულებას წინ ვერცერთი პოლიტიკური პროცესი ვერ დაუდგება, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
 
ამასთან, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას დიალოგის რეჟიმის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
 
„ევროპელი კოლეგების განცხადებას მივესალმები, რომ დიალოგი აუცილებელია, ეს სჭირდება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოს, რადგან პოლარიზაციის შემცირება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება მხოლოდ დიალოგის გზით შეიძლება. მეორე მხრივ, ოპოზიციის რადიკალურ პოზიციებსა და მათ დესტრუქციულ ქმედებებს ვხედავ, რაც მათი პოლიტიკური ნაბიჯია. ვიმედოვნებ, საერთო ძალისხმევით დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები