„საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის” – EuCham-ის რეიტინგში საქართველო მე-18 ადგილზეა

საქართველოში საინვესტიციო მიმზიდველობა გაუარესდა. EuCham-ის ყოველწლიურ კვლევაში “საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის” საქართველო 70 ქულით მე-18 ადგილზეა. ევროკავშირის პალატის 2019 წლის რეიტინგში საქართველო 71 ქულით მე-16 ადგილს იკავებდა.

EuCham-ის მონაცემებით, რეიტინგში პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო ადგილს უკრაინა იკავებს. კვლევა 46 ევროპულ ქვეყანას მოიცავს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 33-ე ადგილზეა, თურქეთი – 33-ზე, რუსეთი – 43-ზე, აზერბაიჯანი კი – 41-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები