დავით ზალკალიანი პოლონელ დიპლომატს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს

„ბატონ მარეკ შჩიგიელს ვულოცავ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნას. პოლონელ დიპლომატს ვუსურვებ წარმატებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული დავალების შესრულებაში” – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას გამოეხმაურა და Twitter-ის საშუალებით მას მოულოცა.

„მსურს გამოვთქვა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე თანამშრომლობის მტკიცე სურვილი” – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

მარეკ შჩიგიელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2020 წლის 15 მარტს შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები