გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე ჩატარებულ კონკურსში ჟიურის რჩეული დიანა მიქელაძე გახდა
“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე ჩატარებული წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდა.
კონკურსის მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ რჩევებს გაუზიარებდნენ. საპრიზო ადგილის მფლობელებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისგან, ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
გამარჯვებულების გარდა, ჟიურის გადაწყვეტილებით, კიდევ რამდენიმე მოსწავლე დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით, მათ შორის არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნასაკირალის მცხოვრები, დიანა მიქელაძე.
კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, 120 მოსწავლემ მონაწილეობდა. წერილების კონკურსი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.