ვეფხვია გულედანი: პოლიტიკაში სახელმწიფო ინტერესების გამყიდველების ადგილი არ არის
“პოლიტიკაში სახელმწიფო ინტერესების გამყიდველებისა და თანამდებობით სარგებლის ძიებაში მყოფი პირების ადგილი არ არის”, – ამის შესახებ ა/ო “საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის”თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი აცხადებს.
მისი თქმით, სახელმწიფოს წინაშე დანაშაულს ჩამდენი თანამდებობის პირი უნდა დაისაჯოს.
“ჩვენი შეფასებით, არ შეიძლება პირი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩაიდენს დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე, იქნება ეს გიგი უგულავა თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც სასჯელს მოიხდის და ბრალს შემდგომ ირიბად აღიარებს, იქცეს პოლიტიკურ ლიდერად. ყოველივე ეს ამაზრზენია და მიგვაჩნია, რომ პოლიტიკაში სახელმწიფო ინტერესების გამყიდველებისა და თანამდებობით სარგებლის ძიებაში მყოფი პირების ადგილი არ არის. ვინც სახელმწიფოს წინაშე დააშავებს, პასუხი უნდა აგოს! ჩვენი შეფასებით, გიგი უგულავა მერობის დროს ტიპურ კრიმინალად ფორმირდა, რაც დადასტურებულია სასამართლოში, როგორც ჩანს, უკვე არაერთგზის. ასევე, ამაზრზენია მისი მხრიდან ფიდელ კასტროს როლის თამაში”, – აცხადებს ვეფხვია გულედანი.