ახალციხეში ცოლის გაგუდვაში ბრალდებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში, მამაკაცი, რომელმაც გუშინ მეუღლის გაგუდვა სცადა, დღეს დილით, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “მეცხრე არხი” ავრცელებს.
გარდაცვლილს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.
ცნობისთვის, ახალციხეში ქმარმა, შვილების თვალწინ, ცოლის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა. ოჯახური ძალადობის ფაქტი 10 თებერვალს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.