თელავში 24 წლის კაცმა სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში 24 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. არსებული ინფორმაციით მან სანადირო თოფიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა სახის არეში, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

რა გახდა სავარაუდო სუიციდის მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია. ადგილობრივები შემთხვევის მიზეზად მამაკაცის განქორწინებას ასახელებენ.

თელავის რეფერალური კლინიკის მედიკოსების შეფასებითი, ახალგაზრდა მამაკაცის მდფომარეობა მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე უხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები