„არაფერი დედაჩემის შესახებ“ – ეკა ქევანიშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

11 თებერვალს,19:00 საათზე, მწერალთა სახლში,  ეკა ქევანიშვილის ახალი წიგნის – „არაფერი დედაჩემის შესახებ“ წარდგენა გაიმართება. მოდერატორი – თამთა მელაშვილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეკა ქევანიშვილის ლექსებს მკითხველი უკვე ძალიან კარგად იცნობს, „არაფერი დედაჩემის შესახებ“ კი მისი პირველი პროზაული კრებულია.
არსებობისთვის ბრძოლა, ოჯახური ურთიერთობები, ძალადობა, დისკრიმინაცია, სიყვარული და უსიყვარულობა კრებულის მთავარი თემებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები