თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის პირველი საჯარო ლექცია გაიმართება

12 თებერვალს,  17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის პირველ საჯარო ლექციას ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ კურსდამთავრებული ზაალ კოკაია წაიკითხავს თემაზე – „თავის ტვინი, ინსულტი და ღეროვანი უჯრედები“.
ორგანიოზატორების ინფორმაციით, პირველი საჯარო ლექცია უნივერსიტეტში 100 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა თემაზე: „ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში“.
წლის პირველი საჯარო ლექცია თსუ-ში ყოველწლიურად ტარდება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები