ირაკლი შამათავას ახალი წიგნის -„გამშვები პუნქტის“ წარდგენა გაიმართება

11 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  ირაკლი შამათავას ახალი წიგნის -„გამშვები პუნქტის“ წარდგენა გაიმართება.
„ეს წიგნი აფხაზეთის ომზეა, 90-იანი წლების საქართველოზე. ომის შემდეგ ენგურს გაღმა და გამოღმა დარჩენილ ქართველობაზე, სასაზღვრო ზოლთან აღმართულ ხელოვნურ ბარიკადებზე – ე.წ. „გამშვებ პუნქტზე“…
წიგნი ნახევრად ავტობიოგრაფიულიცაა. მასში ბევრნაირი ტკივილია აღბეჭდილი: ჩემი, შენი, სხვათა ტკივილები უსახლკარობაზე და უმიწაწყლობაზე! და ხვდები, პერსონაჟების მსგავსად ხან ხათრით ცხოვრება გიწევს, ხანაც ჯიბრით!..
მადლობა წიგნის გამომცემელს, ზვიად კვარაცხელიას (გამომცემლობა „ინტელექტს“), წიგნის აფხაზურად მთარგმნელს ირმა ოსიას, რედაქტორ ნინია სადღობელაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა ამ კარგი საქმის აღსრულებაში“, – წერს ირაკლი შამათავა ფეისბუქის გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები