ხარაგაულში ადიდებულმა მდინარემ გზის ნაწილი ჩამოანგრია
ხარაგაულში მდინარე ჩხერიმელას ადიდების გამო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა.
“დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, ამის გამო მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრონერგია. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და დენის მიწოდება საღამომდე აღდგება. რაც შეეხება სტიქიით დაზიანებულ მონაკვეთს, ადგილზე მოეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონი”,- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.