არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიჭიერი მოზარდები მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებენ მშვიდობის, განათლების, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კლიმატური ცვლილებების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
მათ პარლამენტის თავმჯდომარეს შთაბეჭდილებები და ინოვაციური იდეები გაუზიარეს.
არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
ახალგაზრდები საქართველოში მიმდინარე პროცესებით, სამომავლო გეგმებითა და არსებული გამოწვევებით დაინტერესდნენ.