დენიზა გოზალიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება

12 თებერვალს, 17 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,პიონერფილმის” დარბაზში სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის ყოფილი პედაგოგის, დენიზა გოზალიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.
მთამსვლელი ჯაფარიძეების შთამომავლის ივანე ჯაფარიძის ინფორმაციით,  მოგონებებით გამოვლენ მისი აღზრდილები, დღეს უკვე ქართული კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
ნაჩვენები იქნება ფრაგმენტებს ლაშქრობის დროს გადაღებული ფილმებიდან და ფოტოკოლაჟი, რომელიც სტუდია ,,პიონერფილმის“  ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის აღზრდილებმა მოამზადეს. ხსოვნის საღამო ანსამბლ ,,მზიურის“ კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები