რუსეთმა „იეჰოვას მოწმეების“ 200-ზე მეტი წევრი, ექსტრემისტთა სიაში შეიყვანა

რუსეთში, რელიგიური ორგანიზაციის „იეჰოვას მოწმეების“, 200-ზე მეტი წევრი, ექსტრემისტთა სიაში შეიყვანეს.

ამის შესახებ დღეს, ორგანიზაციაში განაცხადეს.

აღნიშნული გზა ორგანიზაციას, ფაქტობრივად ქვეყნის ფინანსურ სისტემასთან წვდომას უკარგავს, რადგან სიაში შეყვანა ნიშნავს საბანკო ანგარიშების გაყინვას და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების დროს მკაცრ შეზღუდვას.

რუსეთში „იეჰოვას მოწმეები“ 2017 წელს ოფიციალურად, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.

აშშ-ში ორგანიზაციის საერთაშორისო შტაბ-ბინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯაროდ ლოპესმა, განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მოძრაობის მიმდევრების “დემონიზებას“ ახდენს და მათ არ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი მოთხოვნილებები უზრუნველყონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები