სინგაპურში კორონავირუსთან დაკავშირებით საფრთხის დონე „ნარინჯისფრამდე“ გაზარდეს

სინგაპურში ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით, საფრთხის დონე მეორემდე, „ნარინჯისფრამდე“ გაზარდეს. ეს ის დონეა, რომელიც ატიპური პნევმონიის დროს იყო გამოცხადებული, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

სინგაპურში ასევე სამი ახალი შემთხვევა დააფიქსირეს.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების სახით უნდა მოხდეს, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გაუქმება; დამსაქმებლებმა თანამშრომლებს ტემპერატურის დღეში, სულ მცირე, ორჯერ გაზომვა უნდა მოსთხოვონ; ბაგა-ბაღებსა და მოხუცთა თავშესაფრებში მისვლა აიკრძალოს; სკოლებში მარტის ბოლომდე, ყველა სახის კლასგარეშე ღონისძიებები გაუქმდეს; ადამიანებმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვან; თანამშრომლებმა არ მიიღონ ის კლიენტები, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ; ის, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს, უნდა დარჩეს სახლში, ან პირბადე ატაროს, თუ ექიმთან, ან ქუჩაში გადის.

Bloomberg აღნიშნავს, რომ „ნარინჯისფერი“ საფრთხე ნიშნავს იმას, რომ დაავადებას „მძიმე მახასიათებელი აქვს და ადამიანიდან ადამიანზე ადვილად გადადის“, თუმცა „ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული არ არის“.

სინგაპურში კორონავირუსის 33 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია, ან უმჯობესდება, ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერილია კლინიკიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები