გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს
გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია და ის მხარდაჭერას იმსახურებს.
“იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, ჩვენ ვაპირებთ, რომ მას მხარი დავუჭიროთ. ამაზე ძალიან დიდი უმრავლესობის აზრი უკვე ვიცი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, პარლამენტი მიიღებს. ჩვენ კარგად ვიცნობთ შოთაძეს, როგორც პროფესიონალს, ძალიან კარგ პროკურორს და ადამიანს, რომელსაც არ გაუჭირდა ღირსეული გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება დადგა. ის არ გაუფრთხილდა სკამს, ის გაუფრთხილდა სახელმწიფო ინტერესებს და რეპუტაციას. შესაბამისად, მას მაღალი ღირსების შეგრძნება აქვს, კარგი პროკურორია და იმსახურებს მხარდაჭერას”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს.