„სამყარო ფანჯრიდან“ – სტუდენტური სპექტაკლი გაიმართება

დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, აუდიტორია №1-ში,  II კურსის საკვალიფიკაციო სპექტაკლის „სამყარო ფანჯრიდან“  პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფანტასმაგორია ერთ აქტად დანიელ ხარმსის მოთხრობების მიხედვით დაიდგა.
დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი – ნანუკა ხუსკივაძე (ასისტენტპროფესორი, დოქტორი);
სცენოგრაფია და კოსტიუმები – ელისაბედ ჭიჭინაძე;
მხატვრის ასისტენტი – ნინო ჭყონია;
ორიგინალური მუსიკა – გიორგი ტიგინაშვილი;
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე.
მონაწილეობენ: ნინო აიდარაშვილი, ლია ბარბაქაძე, ციცინო ბუცხრიკიძე, თამარ გაგნიძე, მარიამ სუჯაშვილი, გიორგი ტიგინაშვილი.
სპექტაკლში აგრეთვე მონაწილეობენ III კურსის სტუდენტები: რატი კარელიძე, თამარ კეკელიძე, თამარ კვინიკაძე, ნიკოლოზ ლაჩაშვილი, ოთარ ლობჟანიძე, ირაკლი ოდილავაძე, მარიამ სარდანაშვილი, გური ფოჩხუა, ანა ჭიღლაძე, გიორგი ჯიშკარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები