თენგიზ ცერცვაძე: ბოქსირებულ პალატაში მყოფ არც საქართველოს და არც ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ არველაძის თქმით, ბოქსირებულ პალატაში მყოფ არც საქართველოს და არც ჩინეთის მოქალაქეს კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ. ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შემდეგ გახდა ცნობილი.

“ბოქსირებულ პალატაში ორი პაციენტი რჩება, ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალბატონი და მეორე ასევე ახალგაზრდა ჩინელი მამაკაცი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით, პნევმონია არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან ჩატარებული გამოკვლევებით ჩინელ მამაკაცს B ტიპის გრიპი აქვს. ვინაიდან, მისი ხახის ნარცხის გამოკვლევით მივიღეთ სუსტი, მაგრამ მაინც დადებითი რეაქცია B ტიპის ვირუსზე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები