დავით ზალკალიანი: აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრას „ტვიტერით“ ეხმაურება.
ზალკალიანის თქმით, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა განიხილეს.
„შევხვდი ფილიპ რიკერს. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა, განვითარებული მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს ზალკალიანი.