იტალიაში, ბარიში, ახალი ქართული ემიგრანტული თეატრის პრემიერა და სალომე გოგოლაძის წიგნის წარდგენა გაიმართება
6 თებერვალს, იტალიის ქალაქ ბარიში ახალი ქართული ემიგრანტული თეატრი ქართველი ემიგრანტის, სალომე გოგოლაძის პიესის „ჩვენი მიწის“ პრემიერას გამართავს.
გაიმართება თვითნასწავლი ნიჭიერი, ემიგრანტი მხატვრის ლანა ქიმაძის ნამუშევრების გამოფენა.
,,Tera nostra”, ,,ჩვენი მიწა” – ავტორი და რეჟისორია ნიჭიერი ქართველი ემიგრანტი, პოეტი და პროზაიკოსი სალომე გოგოლაძე, მისივე თაოსნობით შერჩეული თეატრალური დასი ამ სპექტაკლის პრემიერას წარმოადგენს.
„საოცარი ჰარმონია, ენთუზუაზმი და მთელი სერიოზულობით მომუშავე თითოეული არაპროფესიონალი მსახიობი საინტერესოდ ზუსტად შერჩეული პერსონაჟებით, ერთ მუშტად შეკრული ნიჭიერი ქართველები გაჩუქებენ იმ სულიერ საზრდოს რომლის შიმშილსაც განვიცდით ემიგრაციაში. ვერცერთს ვერ გამოვყოფდი, თითოეულის სახე იმდენად საინტერესოა, პატარა როლსაც კი უდიდესი დატვირთვა აქვს“, – აღნიშნავს ჯანინა ხერგიანი.
მის: Chiesa san Sabino, via Imperatore Traiano 48.